ბიზნეს მოდელი

ESDS განკუთვნილია საფინანსო სექტორში შექმნილი ნებისმიერი ელექტრონულ დოკუმენტზე წვდომისთვის, თუ:

  •  
  • მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს კონკრეტული გარიგების დადების შესაძლებლობას ელექტრონული დოკუმენტის მეშვეობით;
  • შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტს ხელს აწერს ფინანსური ინსტიტუტი;
  • ელექტრონულ დოკუმენტზე გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერა შესრულებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული „ელექტრონული ხელმოწერის შექმნის უსაფრთხოების პოლიტიკის“ შესაბამისად, ან
  • ელექტრონულ დოკუმენტზე გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერა შესრულებულია საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობით.

ელექტრონული დოკუმენტის მიღება შეუძლია უფლებამოსილ პირს. დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს:

  •  
  • პირი, რომელმაც ESDS-ის მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტთან გარიგების დადებისას ელექტრონულ დოკუმენტზე განახორციელა ელექტრონული ხელმოწერა (კონტრაგენტი);
  • პირი, რომელსაც ხელმომწერი გადასცემს მის მიერ ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებულ დოკუმენტზე წვდომის უფლებას (მესამე მხარე).

ელექტრონული დოკუმენტის მიღებისთვის, ESDS-ის მონაწილე ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილ პირს აწვდის კონკრეტული ელექტრონული დოკუმენტის ID – ს და პაროლს. გაცემული პაროლი ქმედითია ხუთი კალენდარული დღის მანძილზე. ვადის ათვლა იწყება პაროლის გენერირების მომდევნო კალენდარული დღიდან.

პაროლის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ელექტრონული დოკუმენტის მიღების მიზნით, ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმომწერი პირი (კონტრაგენტი) სავალდებულოა დაუკავშირდეს იმ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც წარმოადგენს ამ ელექტრონული დოკუმენტის გამცემს.

კონტრაგენტის მიერ, ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებულ დოკუმენტზე წვდომის მიზნით, ელექტრონული დოკუმენტის ID-ს და პაროლის მესამე პირზე გადაცემა ხორციელდება კომუნიკაციის მათთვის მისაღები საშუალებით.