ჩვენ შესახებ

ESDS წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტზე წვდომის პორტალს, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ელექტრონული დოკუმენტი მიიღოს უშუალოდ იმ პირის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონულ დოკუმენტზე გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის შესრულებას დაცულ და სანდო გარემოში.

 

ESDS ადმინისტრირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

 

ESDS უზრუნველყოფს მხოლოდ იმ ელექტრონული დოკუმენტის მიწოდებას, რომელიც დადასტურებულია საქართველოს კანონმდებლობის, ასევე ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს რეგულაციებისა და რეკომენდაციების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული ხელმოწერით.

 

ESDS-ზე ხელმისაწვდომი დოკუმენტები დადასტურებულია მხოლოდ „განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის“ და/ან უფრო ძლიერი დაცვის მქონე ელექტრონული ხელმოწერით.