დოკუმენტები

ESDS უზრუნველყოფს საფინანსო სექტორში მომზადებულ ელექტრონულ დოკუმენტზე წვდომას, რომელიც ხელმოწერილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული „ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის" შესაბამისად შესრულებული “განვითარებული ელექტრონული ხელმოწერით”.

ამ ტიპის დოკუმენტი შესაძლებელია იყოს ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობის შესაბამისად მომზადებული ნებისმიერი დოკუმენტი, თუ მოქმედი კანონმდებლობა არ ითხოვს გარიგების მატერიალურ ფორმას.

ESDS-ზე ხელმისაწვდომი დოკუმენტების ნუსხა კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტისთვის განისაზღვრება ამ ფინანსური ინსტიტუტის რისკების შეფასებიდან გამომდინარე.

გაფრთხილება:

  • ელექტრონული დოკუმენტი წარმოადგენს დედანს.მისი მატერიალური ფორმა არ არის დოკუმენტის დედანი. ელექტრონული დოკუმენტის ასლი შესაძლებელია იყოს მისი მატერიალური ფორმა, რომელიც დადასტურებულია ხელმომწერის პირადი (ქაღალდზე შესრულებული) ხელმოწერით. ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ფორმა არ არის ხელმომწერის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მატარებელი და ვერ უზრუნველყოფს ხელმოწერის ექსპერტიზის შესაძლებლობას.
  • ESDS საშუალებით მიღებული ელექტრონული დოკუმენტი შეიცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, კერძოდ ხელმოწერის ბიომეტრიულ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები გამოიყენება ხელმომწერის იდენტიფიცირების მიზნით ხელმოწერის სადავოდ ან/და საეჭვოდ ცნობის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების დაცვისა და დოკუმენტთან მისი კავშირის უზრუნველსაყოფად გამოიყენება შიფრაციისა და უსაფრთხო ხელმოწერის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები.