ელექტრონული ხელმოწერა

ESDS, აღიარებული ბიზნეს მოდელის შესაბამისად უზრუნველყოფს მხოლოდ იმ ელექტრონულ დოკუმენტებზე წვდომას, რომლებიც ხელმოწერილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიჩნეულ სანდო და დაცულ გარემოში. პრაქტიკაში ეს ნიშნავს ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებას, რომელიც:

  • შესრულებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად; 
  • შესრულებულია საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობით;

საქართველოს ეროვნული ბანკი, ელექტრონული ხელმოწერის შექმნის სანდო და დაცული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტების საქმიანობაში გამოყენებისას საკმარისად სანდოდ მიიჩნევს ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს რეგულაცია No190/2014 -ის მოთხოვნების შესაბამისად შესრულებულ ხელმოწერას.

შესაბამისად, ESDS უზრუნველყოფს „განვითარებული ელექტრონული ხელმოწერით“ დადასტურებულ ელექტრონულ დოკუმენტზე წვდომას.

„განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა“, რომლითაც დადასტურებულია ESDS საშუალებით მიღებული დოკუმენტი შესრულებულია და იყენებს:

  • ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით, რაც გამოიყენება როგორც ხელმომწერის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია;
  • ციფრული ხელმოწერის გამოყენებით, რომლის გამცემი (Certification Authority) აღიარებულია სანდო სერვისის მიმწოდებლად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ;
  • კრიპტოგრაფიულ დროის აღნიშვნას, რომელზე ხელმომწერიც აღიარებულია სანდო სერვისის მიმწოდებლად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.