Faq

ESDS-ის ძირითადი ფუნქციაა უზრუნველყოს ელექტრონული დოკუმენტის გამგზავნსა და მიმღებს შორის პირდაპირი და დაცული კომუნიკაცია, ისე რომ შეუძლებელი იყოს სხვა, ნებისმიერი მესამე პირის მიერ ამ ელექტრონულ დოკუმენტზე წვდომა გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაციის დროს.

ESDS არის ელექტრონული კომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტის სწრაფ და დაცული გზით მიღების შესაძლებლობას. ESDS საშუალებას იძლევა არა მხოლოდ „წაკითხვადი“ იყოს ელექტრონული დოკუმენტი, არამედ მომხმარებელმა შეძლოს მისი დედანის გადმოტვირთვა.

საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ESDS–ის ბიზნეს მოდელს და ასევე, იმ ელექტრონული ხელმოწერის დაცულობის იმ მინიმალურ ზღვარს, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს ყველა იმ ელექტრონულ დოკუმენტზე, რომელთა მიღება შესაძლებელი გახდება ESDS–დან.

დიახ, ESDS-დან მიღებულ დოკუმენტს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც მატერიალური სახით (ქაღალდზე) მომზადებულ დოკუმენტს.

ESDS მომხმარებელია ნებისმიერი პირი, რომელმაც შეასრულა დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ESDS ბიზნეს წესების დაცვით და/ან ნებისმიერი მესამე მხარე, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს ელექტრონული დოკუმენტი და ფლობს მის ID-სა და პინ კოდს.

ESDS გამოყენებისთვის რეგისტრაცია საჭირო არ არის. ამისთვის თქვენ უნდა ფლობდეთ ელექტრონული დოკუმენტის ID-სა და პინ კოდს.

ESDS–დან მიღებულ დოკუმენტი წარმოადგენს დედანს, რომელსაც აქვს იურიდიული ძალა. ამ დოკუმენტის ბეჭდური ვერსია (თუ ის დადასტურებულია ხელმომწერის ქაღალდზე შესრულებული ხელმოწერით) წარმოადგენს დოკუმენტის ასლს. გარდა ამისა, ელექტრონული დოკუმენტის ბეჭდური ვერსია არ შეიცავს ინფორმაციას ელექტრონული ხელმოწერის შესახებ.

ESDS-დან მიღებული დოკუმენტი შეიცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დაშიფრული სახითაა შენახული დოკუმენტში. აღნიშნული სახის პერსონალური მონაცემები წარმოადგენს თქვენს მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს და გამოიყენება თქვენი ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად.

მესამე პირს შეუძლია ESDS-ს საშუალებით მიიღოს ელექტრონული დოკუმენტი თუ დოკუმენტზე ხელმომწერი რომელიმე პირი გადასცემს მას (მესამე პირს) ამ ელექტრონული დოკუმენტის ID-სა და პინ კოდს.

დოკუმენტი, რომლის მიღებაც შესაძლებელია ESDS-ს საშუალებით შესრულებულია PDF -ის იმ ვერსიაზე, რომელიც საშუალებას იძლევა დოკუმენტში შენახული ხელმომწერის მაიდენტიფიცირებელი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი გახადოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ისე, რომ აღნიშნული მონაცემები ვარგისი იყოს ექსპერტიზისთვის. გარდა ამისა, ასევე ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესაძლებელია შეფასდეს, ვალიდური იყო თუ არა გამოყენებული ციფრული სერტიფიკატი ხელმოწერის შესრულების მომენტში.