მესამე მხარე

ESDS-ის საშუალებით ელექტრონული დოკუმენტის მიღების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მესამე მხარეს, რომელსაც ექნება უფლებამოსილება მიიღოს ფინანსურ ინსტიტუტსა და მის კლიენტს შორის გაფორმებული და/ან ფინანსური ინსტიტუტის მიერ გაცემული ელექტრონული დოკუმენტი. ელექტრონული დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილების გადაცემა ხორციელდება ამ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის მიერ, თუ კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს. მესამე პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტის მიღების ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ESDS ბიზნეს მოდელის შესაბამისად.

ელექტრონული დოკუმეტბრუნვის ცენტრალიზებული პორტალის, ESDS მონაწილეს, როგორც მესამე მხარეს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს პირველ სტუქტურას, რომელიც თანამშრომლობს ეროვნულ ბანკთან და თავისი საქმიანობის პროცესში ფინანსური ინტიტუტისგან ელექტრონული დოკუმენტის მიღებას განახორციელებს ESDS-ის საშუალებით.

საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ESDS-ის გამოყენების მიზნით თანამშრომლობენ მათ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.