რეგულირება

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც დოკუმენტბრუნვის ცენტრალიზებული პორტალის ინიციატორი და ავტორი განსაზღვრავს:

  • ESDS საქმიანობის წესს, ტექნიკურ მოდელს და უსაფრთხოების დონეს;
  • ხელმისაწვდომი ელექტრონული დოკუმენტის ტიპსა და მისი დაცულობის დონეს;
  • იმ გარემოს სანდოობისა და დაცულობის ხარისხს, სადაც მომზადებული დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახდება ხელმომწერისთვის და/ან მესამე მხარისთვის ESDS-ის საშუალებით;
  • მონაწილე მხარეების ჩართულობის შესაძლებლობას;
  • მეთოდოლოგიურ და/ან სხვა საკითხებს, რომლებიც უკავშირდება და/ან შესაძლებელია დაუკავშირდეს ESDS სანდოობას და უსაფრთხო და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

იმ მიზნით, რომ ESDS–ზე ხელმისაწვდომი დოკუმენტი და ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც გამოყენებულია ამ ელექტრონულ დოკუმენტზე, შექმნილი იყოს სანდო და დაცულ გარემოში, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის საიტზე შემდეგ მისამართზე.