საფინანსო ინსტიტუტები

ESDS-ზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩართული საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაცემული და ESDS-ის წესებით ხლმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი.

ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პორტალზე, მომხმარებლისთვის ელექტრონული დოკუმენტის მიწოდების მიზნით შესაძლებელია ჩაერთოს:

  • კომერციული ბანკი;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
  • ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული სექტორის სხვა ნებისმიერი წარმომადგენელი;
  • საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენელი, რომლებიც ელექტრონულ ხელმოწერას შეასრულებს და შესაბამის ელექტრონულ დოკუმენტს მიწვდის მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ESDS წესების შესაბამისად.

ელექტრონული დოკუმეტბრუნვის ცენტრალიზებული პორტალის, ESDS პირველ მონაწილეს, როგორც ჩართულ ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს სს “პროკრედიტ ბანკი“ . პროკრედიტ ბანკი ასევე წარმოადგენს პირველ ფინანსურ ინსტიტუტს საქართველოში, რომელმაც თავის საქმიანობაში დანერგა „განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა“.